воскресенье, 23 февраля 2020 г.

როგორ გავზარდოთ კომპანიის პერსონალის მოტივაცია!


თქვენ იცით, რომ ზოგადათ პერსონალის 50% აკეთებს ზუსტან იმდენს, რომ მხოლოდ შეინარჩუნოს სამსახური და პერსონალის 80% - ს შეუძლია საკუთარი პროდუქტიულობის გაზრდა თითქმის ორმაგად!

საერთოდ მოტივაციის მამოძრავებელი ძალა არის ე.წ. კორპორატიული "სამართლიანობის პრინციპი"... რაც ნიშნავს, პერსონალის ობიექტურ და სამართლიან დაფასებას.



თავის მხრივ დაფასება ეფუძნება ე.წ. პერსონალის ეფექტიანობის შეფასების კრიტერიუმებს, ანუ KPI (Key Performance Indicators).

ამ შეფასების კრიტერიუმების გარეშე შეუძლებელია ეფექტიანი მოტივაციის სისტემის (მატერიალური თუ არამატერიალური) კომპანიაში დანერგვა.

კომპანიებს, რომელთაც არ გააჩნიათ პერსონალის მოტივაციის თანამედროვე მეთოდები, პრაქტიკულად კარგავენ კომერციული ეფექტიანობის - როგორც მინიმუმ 50%-ს!

ჩვენს კომპანიებში სამწუხაროდ უმეტესწილად გამოყენებულია გამარტივებული და ხისტი შეფასების კრიტერიუმები (და შესაბამისად მოტივაციის სისტემაც).

მაგალითად, გაყიდვების დარგში, გაყიდვების პერსონალის მატერიალური წახალისების (მოტივაციის) პრინციპი ითვალისწინებს ე.წ. "საბონუსო სისტემას" (გარკვეულ ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად).

ბონუსების დარიცხვა, როგორც წესი დამოკიდებულია საერთო გაყიდვების მოცულობაზე (გარკველი პროცენტის სახით).

რამდენად ეფექტიანია ესეთი "ბონუსური სისტემა"?


მაგალითად გაყიდვების დარგში არსებობს ბევრი ისეთი მაჩვენებელი (კრიტერიუმი), რაც ძალზედ მნიშვნელოვანია კომპანიის შემოსავლების გაზრდისათვის.

თუ განვიხილავთ - სავაჭრო წარმომადგენელს, დისტრიბუტორს ან გაყიდვების მენეჯერს - დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ მაჩვენებლებს, როგორც:
  • მოძიებული ახალი კლიენტების რაოდენობას
  • დებიტორული დავალიანების შემცირებას
  • მეორადი პროდუქციის რეალიზაციის მოცულობებს
  • სტაბილური და VIP- კლიენტების რაოდენობის გაზრდას
და რა საკვირველია - გაყიდვების საერთო მოცულობას.

KPI- სისტემის შემუშავებაში და დანერგვაში ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შეფასების ყველა კრიტერიუმი და შესაბამისი მოტივაციის პრინციპი (მოდელი) უნდა იყოს ეკონომიკურად დასაბუთებული...

ანუ საჭიროა HR-ეკონომიკის საფუძვლიანი ცოდნა!

პრაქტიკულად KPI - სისტემის შემუშავება (ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე) - ანალოგიურია სარეიტინგო სისტემის შემუშავებისა და ითხოვს, როგორც ბიზნეს-პროცესების, ისე ეკონომიკური გათვლების სპეციფიკის ცოდნას!


ყველა შემთხვევაში, პერსონალის ეფექტიანობის კვალიფიციური შეფასების და მოტივაციის სისტემები, წარმოადგენს ნებისმიერი დარგობრივი პროფილის კომპანიის განვითარების წინაპირობას!

________________________________________________________________________

KPI- ს და მოტივაციის სისტემების საკითხებზე კონსულტაციებისათვის:

ტელ. 574201524

რეკრუტინგის სააგენტო "Recruiting-Jobs" - ის მართველი პარტნიორი

ვახტანგ ხომიზური



















Комментариев нет:

Отправить комментарий